Sunday, April 18, 2010

Tuesday, April 6, 2010

მანანა არქანია


ყვავილები
1.პროექტის სახელი:ყვავილები
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეძებენ ინფორმაციას ადრე მოყვავილე მცენარეებზე, ადგენენ სამკურნალო თვისებების მქონე ყვავილებს, ხატავენ სხვადასხვა ყვავილებს, უღებენ ფოტოებს.
3.პროექტის სრული აღწერა: ადგენენ რამდენად სასარგებლო და სასიამოვნოა ყვავილი ადამიანისათვის. ყვავილის პროდუქტი კოსმეტოლოგიაში–მაგ.სუნამო,თაფლი რამდენადაა კავშირში ყვავილთან,თაფლის სამკურნალო თვისებებზე მოაგროვებენ ინფორმაციას ინტერნეტით, უფროსების დახმარებით შესძლებენ მიიღონ საკმაოდ საინტერესო წყაროები თაფლის დამზადების ტექნოლოგიაში. შეაგროვებენ რეცეპტებს კულინარიაზე,სადაც თაფლია გამოყენებული და ასევე გააფორმებენ ნამცხვრებს ყვავილების ფორმის გამოყენებით.გადაიღებენ ფოტოებს და განათავსებენ ინტერნეტში.მოიძიებენ ინფორმაციას ისეთ ყვავილებზე,რომლებიც ბიბლიაში არიან მოხსენიებული (იორდასალამი ორი ფერისაა, წითელი და თეთრი. თეთრი დაკავშირებულია სიწმინდესთან).
4. მოსწავლის ასაკი: 7/8 წლის
5. ვადა–ხანგრძლივობა: 2010 წლის აპრილის თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება ყვავილებზე. მოთხრობების, ზღაპრების, ლექსების წაკითხვა, ანდაზებისა და გამოცანების გახსენება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ფოტოების გადაღება, ნახატების შექმნა, ჰერბარიუმის შექმნა.ნამუშევრების გამოფენა, შეფასება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები იუმჯობესებენ ცოდნას ბუნებაში, თაფლის მიღება – გამოყენებაში,ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ეუფლებიან სურათების განთავსებას ინტერნეტში შექმნილ ვებ–ბლოგებზე.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტს ეცნობიან ის ადამიანები ,რომლებიც ჯერ არ არიან პროექტში ჩართული. იღებენ ინფორმაციას ყვავილზე და მის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში. ჰერბარიუმის შექმნა–დამზადება.
9. სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ბუნებასთან, ხელოვნებასთან, ბიბლიასთან, ისტორიასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურასთან, კულინარიულ სწავლებასთან.
11.პროექტის ავტორი: მანანა არქანია, 157–ე საჯარო სკოლა.
12.პროექტის ავტორის ელ.ფოსტა:man.arqania@gmail.com